www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Rooms Hotel Kokhta
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

"Rooms Hotel Kokhta" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

უზრუნველყოს სასტუმროს ტექნიკური გამართულობა, საჭიროებისამებრ შეასრულოს სანტექნიკური, ელექტრული და სარემონტო სამუშაოები.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საჭირო ხელსაწყოებისა და დანადგარების გამოყენების უნარი;
** საბაზისო ტექნიკური სამუშაოების შესრულების უნარი, როგორიცაა სანტექნიკური, სამღებრო და ელექტრული სამუშაოები;
** გათბობა-გაგრილების სისტემებთან მუშაობის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სასტუმროს ტექნიკური ოპერაციების გამართულობა;
** რეგულარულად შეამოწმოს ყველა საკომუნიკაციო გაყვანილობის, ელექტრული სისტემების და დანადგარების გამართულობა;
** უზრუნველყოს გათბობა-გაგრილების სისტემების გამართულობა;
** საჭიროებისამებრ შეასრულოს სანტექნიკური, სამღებრო და სარემონტო სამუშაოები;
** შეაკეთოს დაზიანებული გაყვანილობები, სანიაღვრეები და დანადგარები;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ტექნიკური დეპარტამენტის ზედამხედველს/ მენეჯერს;
** სამუშაო პროცესში დაიცვას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის ზომები;
** დაიცვას კომპანიაში არსებული სტანდარტები და რეგულაციები.

ზოგადი:

** იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზომები;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** კომპანიის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი ერთგულება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.bakuriani@roomshotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |