www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მეორადი მაცივრების გაყიდვაზე
მომწოდებელი: Carrefour Georgia
თანდართული ფაილი: 48134_tender_1188299.zip
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) აცხადებს ტენდერს მეორადი მაცივრების გაყიდვაზე.

ტენდერის პირობები:

** მაცივრების გაყიდვა ეფუძნება პრინციპს "გაყიდვა არსებულ მდგომარეობაში".
** მაცივრები გაიყიდება შემოთავაზებებში არსებულ ყველაზე მაღალ ფასად (წინასწარი გადახდით).
** შეძენის შემდეგ პრეტენზიების გათვალისწინება არ მოხდება.

მაცივრების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვარკეთილი, მე-4 მიკრორაიონი ნაკვეთი 14/430.

თანდართული ფაილები: განფასების ცხრილი 1.

მოთხოვნები:

** შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული) განფასების ცხრილი 1;
** იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან/ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადობის მოწმობის ასლი.;
** დოკუმნტაცია უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში და დაისვას ბეჭედი დალუქვის ადგილზე;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ ტენდერის დასახელება, იურიდიული პირის შემთხვევაში კომპანიის დასახელება/ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი და საკონტაქტო პიროვნების ტელეფონი;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ მიმღები პიროვნების ლექსო ბიჩნიგაურის სახელი და გვარი;
** კონვერტი უნდა მოიტანოთ ჩვენი კომპანიის სათაო ოფისის მიმღებში: ისანი ნავთლუღის 8ა, ისანი მოლის მეორე სართულზე, სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 13:00-15:00;
** კონვერტის მიღების ბოლო თარიღია 6-დეკემბერი-2019 (18:00);

ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:

ლექსო ბიჩნიგაური
Tel: 591 03 16 95
Email. LeBichnigauri@mafcarrefour.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |