www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საინფორმაციო ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 12 დეკემბერი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, "კრისტალი" ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალი" პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება `B`/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, "კრისტალი" საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და "მელიორა 2018"-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, "კრისტალი" პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs).

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: ir.crystal.ge

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა;
** საოფისე საქმიანობაში დახმარება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე.

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |