www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის მძღოლი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ღამის ცვლაში.

სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ხელფასი - 700 ლარი

მოვალეობები: კომპანიის ავტონმანქანით სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთების მიწოდება დამხმარესთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა BC კატეგორია.
** განათლება: საშუალო

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |