www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: F&B მენეჯერი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

სასტუმროების ქსელი "იბისი თბილისი სტადიუმი", არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმროების ქსელი "იბისი თბილისი სტადიუმი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს. იგი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს F&B მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა სამუშაოს ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა გადამზადების საჭიროების განსაზღვრა და გადამზადების უზრუნველყოფა;
** სამუშაო ადგილის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** ინვენტარისა და პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლი;
** კომპანიის მოგებაზე და ინოვაციების დანერგვაზე ზრუნვა;
** საკვებისა და სასმელების მენიუს შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** სტუმრებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მომსახურების პროცესის ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არის აუცილებელი;
** კვებისა და სასმელების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მენეჯერული უნარ-ჩვევები
** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე HA1L2-hr@accor.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |