www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცხელი კერძების მზარეული, დამხმარე მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი ტაბლა
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

"აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა რესტორანი "პომოდორისიმო", "ტაბლა სალონი", "ტაბლა დუქანი", პიცერია "პომოდორისიმო" და "კაფე ლაბორატორია".

გთავაზობთ 2 ვაკანსიას "ტაბლა სალონში".

რესტორანი "ტაბლა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ცხელი კერძების მზარეული

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 33

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლამდე გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
** ცხელი კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
** კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით;
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** შეფ მზარეულთან და სუ-შეფთან კომუნიკაცია მომავალი დღის/დღეების მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით;
** რესტორნის სამზარეულოს სასაქონლო მარაგების ეფექტიანი გამოყენება;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** შეფ მზარეულის დამატებითი მოთხოვნების შესრულება საჭიროებისამებრ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;

2. დამხმარე მიმტანი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 33 ა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაბელური;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უფროსი მიმტანის დავალებების შესრულება დარბაზის მოწესრიგებასთან და სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;
** უფროსი მიმტანის დავალებისამებრ შეკვეთის მოტანის უზრუნველყოფა;
** სტუმრის მომსახურება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სტუმრის წასვლის შემდგომ მაგიდის ალაგება;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;

ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის" მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 28 დეკემბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დამხმარე მიმტანი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |