www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინკასატორი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას კახეთის წარმომადგენლობის ინკასატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი

პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია და ტექნიკური მომსახურება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** მცირელიტრაჟიანი ავტომანქანის ქონა;
** უმაღლესი განათლება სასურველია;

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია და ტექნიკური გამართულობა;
** მოწყობილობის გასუფთავება დიაგნოსტიკა;
** საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გადაადგილება ან ამოცვლა;

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge და გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |