www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელ "ზღაპარს" უკვე აქვს 22 ფილიალი და აქტიურად განვაგრძობთ განვითარებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე.

ჩვენი წარმატების საიდუმლო ის გუნდია, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით, და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

თქვენც გთავაზობთ შემოგვიერთდეთ კონსულტანტის პოზიციაზე.

შემდეგ ფილიალებში:

** ისანი (ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩა)
** მცხეთა/ წიწამური
** ზემო ფონიჭალა (შავნაბადას ასახვევი)
** ჯიქია( მინდელის 12 და სანდრო ეულის 5)
** ბაგები (წყნეთის გზატკეცილი #37)
** საირმის ქუჩა (მეტრო სამედიცინოსთან)
** აფრიკა (ჭიჭინაძის #17)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის ასაწონი პროდუქციის აწონვა, ფასდადება.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევისას.
** კუთვნილ სექციაში პროდუქციის მარაგების შევსებაზე ზრუნვა.
** პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

ჩვენს კონსულტანტებს არ მოეთხოვება:

** დარბაზში სისუფთავის დაცვა.
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სალარო ოპერაციების განხორციელება.
** სექციების გადავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი-18-40 წელი.
** გამოცდილება-არ არის აუცილებელი
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი-ორცვლიანი 08:00-16:00 / 16:00-24:00 / 12:00-20:00
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.
ანაზღაურება: 400 ლარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |