www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

კომპანია "IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური/ ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან მათი კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
** პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
** საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი;
** საჭიროებისამებრ კომპანიის დამატებითი მოთხოვნების შესრულება;
** კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური B2 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

პიროვნული უნარები:

** გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი
** გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი/შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
** ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
** მიზანდასახულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** გუნდურად მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: kapanadze@igg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი).

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 29.12.2019



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |