www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მრჩეველი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
თანდართული ფაილი: 47994_Application_Form_EN_2196959.xls
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

იგი ფლობს 4 ცემენტის და 13 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ხშირი მივლინება საქართველოს რეგიონებში

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო ობიექტებზე რისკების განსაზღვრა და მათი რეგულარული მონიტორინგი;
** გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების ორგანიზება და განხორციელება;
** კომპანიაში არსებული შესაბამისი სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, თანამშრომელთა ინფორმირება შესაძლო პროფესიულ დაავადებათა შესახებ და მონაწილეობის მიღება მათი პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის ორგანიზებაში;
** შრომის უსაფრთხოების კომიტეტებსა და H&S აუდიტებში მონაწილეობის მიღება, ასევე H&S და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** სახანძრო უსაფრთხოებისათვის გასატარებელი ღონისძიებებისა და წესების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის.
** თანამშრომლებისთვის H&S და სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ტრენინგების/ინსტრუქტაჟების ჩატარება, მათი კონტროლი და კოორდინაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია შრომის უსაფრთხოების დაცვის სფეროში ან/და საინჟინრო სფეროში
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების საკითხებში და ფლობდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული H&S სერტიფიკატს (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო სერტიფიკატს);
** მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება აღნიშნულ თანამდებობაზე, სასურველია საწარმოში;
** მნიშვნელოვანია ქართული, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების არსებული კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა;
** მზადყოფნა საქართველოს რეგიონებში ხშირ მივლინებებზე;
** მნიშვნელოვანია, მართვის მოწმობის ქონა (B კატეგორია).

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |