www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 31 დეკემბერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე/ოქროს ექსპერტ-შემფასებელის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 700 ლარიდან (ხელზე ასაღები), + ბონუსი და სამედიცინო დაზღვევა.

სამუშაო პირობები:

** თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
** ცვლაში მუშაობს ორი თანამშრომელი, დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 3 საათი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ოქროს (ბრილიანტის) შეფასების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ოქროს, ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდება;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:

** ღამის ცვლაში მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |