www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღალბიუჯეტიანი გაქირავების რეალტორი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

თუ გსურთ, კარიერა დაიწყოთ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციაზე, სადაც კომფორტული გარემო და კარიერული წინსვლის პერსპექტივა გექნებათ, მაშინ ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვის არის!

საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" აცხადებს ვაკანსიას მაღალბიუჯეტიანი გაქირავების რეალტორის პოზიციაზე.

რეალტორი - ეს არის უძრავი ქონების კონსულტანტი, გაყიდვების ექსპერტი. ეს არის პროფესია, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადია საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.

ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად აუცილებელია ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს მაღალ დონეზე. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

კანდიდატი განიხილება მხოლოდ უცხო ენების ცოდნისა და სამოტივაციო წერილის ქონის შემთხვევაში.

სამუშაოს აღწერა:

** უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** უძრავი ქონების პორტფოლიოს შექმნა / მონიტორინგი;
** პოტენციურ უცხოენოვან კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;

თქვენ გელოდებათ:

** დადებითი, კომფორტული სამუშაო გარემო;
** მაღალი ანაზღაურება;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ნებისმიერი თქვენს მიერ წარმოთქმული საინტერესო ინიციატივის გათვალისწინება;
** უცხოელ კლიენტებთან მუდმივი მუშაობის შესაძლებლობა.

შერჩეული კანდიდატი რეალტორის პროფესიას შეისწავლის სტაჟირების პერიოდში, უზრუნველყოფილი იქნება საკომუნიკაციო და გზის ხარჯებით.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/19:00, შაბათი 11:00/16:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |