www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: GIANTI Logistics
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" (www.giantilogistics.ge) წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსი" გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს პირობებსა და მოთხოვნებს.

პოზიცია: ბუღალტერი

პირობები:

** სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00 სთ-მდე
** სამედიცინო დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** აუცილებელი პირობაა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მიმოწერის წარმოებისთვის
** 1c-ში მუშაობის გამოცდილება
** IFRS სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** დროის ეფექტურად განაწილება
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული.

ხელფასი: მაქსიმალური ხელფასი 1200 ლარი საშემოსავლოს გარეშე, კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: mshanshashvili@giantilogistics.ge არაუგვიანეს 20 დეკემბრისა.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |