www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში . "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ს და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

სადისტრიბუციო კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის თაროებზე განლაგების კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თაროებზე განლაგებული და ასევე საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 დეკემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |