www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ჯეოგროუფ
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

შპს "ჯეოგრუპი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

შპს "ჯეოგრუპი" წარმოადგენს თმისა და ფრჩხილის მოვლის საშუალებების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე;
** პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაოს მიმართ;
** ასაკი: 21 წლიდან 35 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სტრესულ გარემოებაში მუშაობის უნარი;
** ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა და ეფექტურად პრეზენტაცია;
** შეკვეთების მიღება;
** ბაზრის ანალიზი;
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი: - 10:00- 19:00
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში (2 თვე) 700-ლარი.
ძირითად შტატში გადასვლიდან - 1000 ლარი და პრემია 300 (გეგმის შესრულებით).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: geogroup.vacancy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 20 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "ჯეოგრუპი"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |