www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არასამედიცინო პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს საცალო და კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კონკრეტული პროდუქტის ჭრილში;
** კომპანიის მარკეტინგული გეგმის სამუშაო პროცესში ჩართულობა;
** ჩაბარებული პროდუქტების განვითარება (კვლევა, დინამიკის ანალიზი, შეფასება);
** ახალი პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** არსებულ და ახალ საკომუნიკაციო არხებზე მუშაობა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რამოდენიმე პროექტის ერთდროულად ეფექტურად და ოპტიმალურად მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის
გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |