www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 29 ნოემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

"ფინანსური ბიურო" საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. "ფინანსური ბიურო" ახორციელებს ინვესტირებას პრობლემური აქტივების შეძენის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. "ფინანსური ბიურო" ამ დარგის ლიდერია და საქართველოს 17 რეგიონშია წარმოდგენილი, დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; თვეში ორი შაბათი: 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 600 ლარი

სამუშაოს აღწერა:

** ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსებთან და სესხის ოფიცრებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მათი შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში);
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციული ასისტენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |