www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: კუმისი XXI
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

შპს "კუმისი XXI" ბაზარზე 2005 წლიდან არის წარმოდგენილი.

თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება. მდებარეობს სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით.

შპს "კუმისი XXI" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** წიწილისთვის საკვების და წყლის ავტომატურად მიწოდების პროცესის კონტროლი;
** წიწილისთვის საჭირო ტემპერატურის და ტენიანობის უზრუნველყოფა;
** ვენტილაციის და გაგრილების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ფრინველის აწონვაში მონაწილეობის მიღება.
** საწიწილეში არსებული დანადგარების მოვლა-პატრონობა .
** საწიწილეში არსებული ვეტ-სანიტარული ნორმების დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური
** სამუშაოზე ორიენტირებული
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სასურველია სოფელ კუმისთან ახლოს მაცხოვრებელი.
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობა 24-ი სთ. შემდეგ ორი დღე დასვენება, მესამე დღეს 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი.
დღის სამუშაო გრაფიკში შესვენება ერთი: საათი 13:00-დან 14:00-მდე.
გამოსაცდელი ვადა ერთი კვირა

ანაზღაურება: 540 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kumisi.ge გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ "SUBJECT"-ში: "მექანიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |