www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 1 იანვარი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის კომერციული დირექტორის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. "ციტადელი" სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool, " ფრანგული კომპანია "Icopal, " რუსული კომპანია "Sveza, " გერმანული კომპანია "Peri, " დანიური კომპანია "Paroc, " გერმანული კომპანია "Liebherr, " გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.

"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში.

კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების განხრით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე გაყიდვების კუთხით (დეპარტამენტის უფროსი, კომერციული დირექტორი და სხვა) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, პრიორიტეტულია სამშენებლო სფეროში და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დირექტორატთან ერთად, კომერციული მიმართულებით რეგიონში კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, გაყიდვებისა და მომგებიანობის დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის უზრუნველყოფა, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების, მარკეტინგული სტიმულირების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ძირითად სავაჭრო არხზე ახალი პროდუქტების დამატების იდეის, შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და პროექტების მომზადება, წარდგენა დირექტორატთან დასამტკიცებლად. ასევე, სარეალიზაციო არხებში ახალი პროდუქტის დამატების პროცესის სრულყოფილი მენეჯმენტი;
** რეგიონის საცალო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლის მომსახურების და ზოგადად გაყიდვების სტანდარტების და სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან, მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
** გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლების ოპერატიულ საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერის განხორციელება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და მათ მიერ შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მოტივირებისთვის, კომერციული მიმართულების მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირებაში მონაწილეობა და პრაქტიკაში დანერგვა;
** კომპანიის დირექტორატისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების შექმნა, მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ზოგადი სტრატეგიული ხედვისა და დაგეგმვის უნარი;
** დასახული მიზნების შესრულებაზე ორიენტაცია;
** ლიდერობის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითმოტივაციისა და თანამშრომელთა მოტივაციის უნარი;
** შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გაყიდვების მაღალ დონეზე განვითარებული უნარები.

ანაზღაურება განიხილება კომპეტენციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ფილიალის კომერციული დირექტორი ბათუმში).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |