www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-მოლარე
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

შპს "არომაპროდუქტი" თავის საქმიანობას ეწევა 1985 წლიდან. ის გახდა წამყვანი, 100% ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს (ორგანული და არაორგანული კატეგორიის წვენებს, სოუსებს, გაყინულ ხილს და სხვა), რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყანაში (აშშ, კანადა, ავსტრალია, გერმანია, იაპონია და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.aroma.ge

შპს "არომაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტ-მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მიღება და მოწესრიგებულად განლაგება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქტისა და ფასმაჩვენებლის შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** დეგუსტაციის ჩატარება;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** არსებული მარაგების კონტროლი/ აღწერა;
** პროდუქციის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროს კონტროლი;
** საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალის სწორი განთავსება.

მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** გამართული მეტყველების, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: არასრული,
ანაზღაურება: 550 ₾-დან.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: aromavacancy@gmail.com

სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შპს "არომაპროდუქტი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |