www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 300 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

HR განყოფილების საქმიანობის მხარდაჭერა, ადმინისტრაციული საკითხების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

პასუხისმგებლობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებში ჩართულობა;
** შემოსული რეზიუმეების ბაზის მართვა, საკადრო რეზერვების ფორმირება;
** რეზიუმეების გადარჩევის პროცესში განყოფილების მხარდაჭერა;
** ტესტირების საჭიროების შემთხვევაში მისი ორგანიზება/ჩატარება;
** განყოფილების საკანცელარიო საქმიანობის მართვა, სხვადასხვა ტიპის ბრძანებების მომზადება, ინფორმაციის შესაბამის ბაზებში ასახვა, მუდმივი კონტროლი და განახლება;
** ადმინისტრაციული/საკანცელარიო საქმის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში განყოფილების მხარდაჭერა ნებისმიერი პროექტის ფარგლებში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარები

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილი (სიახლეების მიმართ სწრაფად ადაპტირებადი);
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** ​განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |