www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი, კონსულტანტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 2 იანვარი

პირველად საქართველოში, უმსხვილესი აუთლეტ ჰიპერმარკეტი, საყოფაცხოვრებო და პირადი საჭიროების მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი "კონტეინერი" იწყებს გუნდის გაერთიანებას და აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. კატეგორიის მენეჯერი (ტექნიკის, ტანსაცმელის, ავეჯის, სათამაშოების, სამშენებლო/სამუშაო ხელსაწყოების, სახლის დეკორაციის მიმართულებით)

ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, შეთავსებით.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე).
ვაკანტური ადგილების ოდენობა: 7

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** პროდუქციის რეალიზაციის მონიტორინგი, სტატისტიკის წარმოება, ანალიზი;
** პრომო/ფასდაკლების აქციების დაგეგმვა, ანალიზი;
** თანამშრომლების უწყვეტი გადამზადება პროდუქციის მიმართულებით, სამოტივაციო სისტემის ინიცირება გაყიდვების გაზრდის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სრული;
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასაქონლო პროდუქციის აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გუნდის მართვის უნარი;
** დაგეგმარების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** კლიენტ-ორიენტირებულობა
** გუნდურობა;
** განვითარებაზე ორენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ანალიტიკის უნარი;
** სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი.

2. კონსულტანტი

ვაკანტური ადგილების ოდენობა: 15.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთათვის მომსახურების/კონსულტაციის გაწევა, გაყიდვის წარმოება;
** სამუშაო სივრცეში პროდუქციის "ბრენდ მაჩვენებლის" სტანდარტით განთავსების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის კონტროლი;
** სივრცეში არსებული პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა/მონიტორინგი/აღწერა;
** მუდმივი განვითარება გაყიდვების, მომსახურების და პროდუქტის მახასიათებლების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სრული ან არასრული;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო ენაზე.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** კლიენტ-ორიენტირებულობა
** გუნდურობა;
** განვითარებაზე ორენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკის უნარი;
** სისხარტე და ენერგიულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მიზანსწრაფულობა.

საკონტაქტო ელფოსტა: qbq.info@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |