www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: BG Palace
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 2 იანვარი

სასტუმრო "BG Palace" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება, განთავსება და გასტუმრება;
** ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** სტუმართან ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება;
** დოკუმენტაციის წარმოება, ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა და შემოსული ინფორმაციის ანალიზი;
** ტრანსფერების შეთავაზება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის, სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული, ინგლისური და რუსულ ენების გამართულად ცოდნა (როგორც სასაუბრო ასევე წერა); დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისუფთავესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** თავაზიანი, ყურადღებიანი, ენერგიული, კომუნიკაბელური;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადმოცემის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ცოდნის გაღრმავებას და მაქსიმალურ ხელშეწყობას პროფესიულ განვითარებაში;
** მეგობრულ და თბილ გარემოს;
** კვებით უზრუნველყოფას, სამუშაო დღეებში.

სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 10:00-დან 10:00-მდე (24 საათი).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამომიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr.bgpalace@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |