www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ინგლისური ენის მასწავლებელი
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

"ინგლისური ენის მასწავლებელი" გთავაზობთ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს.

კურსები განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. მასწავლებელი შეესაბამება კვალიფიკაციის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და აქვს ინგლისური ენის სწავლების მდიდარი გამოცდილება. მას გააჩნია კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ აპრობირებული კვალიფიკაცია (CELTA) და არის საქმისადმი ერთგული და მოტივირებული.

კურსები და მათი საფასური:

** ზოგადი ინგლისური 11-13 წლამდე ბავშვებისთვის - 120 ლ. თვეში
** ზოგადი ინგლისური 14-17 წლამდე მოზარდებისთვის - 130 ლ. თვეში
** ზოგადი ინგლისური ზრდასრულთათვის - 140 ლ. თვეში
** B2 First (FCE) - 150 ლ. თვეში
** IELTS - 160 ლ. თვეში
** TOEFL - 160 ლ. თვეში

კურსის დეტალები:

** მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში - 4 მსმენელი
** მეცადინეობები ტარდება კვირაში 2-ჯერ
** გაკვეთილების ხანგრძლივობა - 2 საათი
** გაკვეთილების განრიგი: ორშაბათი-ხუთშაბათი, სამშაბათი-პარასკევი, ოთხშაბათი-შაბათი
** გაკვეთილების დაწყებისა და დასრულების დროები:14.30 - 16.30, 17.00 - 19.00, 19.30 - 21.30

ინგლისური ენის ფლობის დონის დასადგენი ონლაინ ტესტი:
ტესტის გასავლელად, მიყევით ბმულს ან დააკოპირეთ მოცემული ბმული და ჩასვით ბრაუზერის მისამართის ველში: https://forms.gle/SPuWecSdTHiuQdP58

ტესტის გავლის შემდეგ, მასწავლებელი თავად დაგიკავშირდებათ შედეგის საცნობებლად და ზეპირი გასაუბრების ჩასატარებლად.

გაკვეთილები მიმდინარეობს ჭავჭავაძეზე მდებარე ტრენინგ ცენტრში, რომელიც აღჭურვილია ტრენინგებისთვის აუცილებელი ტექნიკითა და ინვენტარით.

გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია ასევე ონლაინ სპეციალური პლატფორმის მეშვეობით. სურვილის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ჭავჭავაძის 29 (1 სართული)
ელ.ფოსტა: english.teacher.tbilisi@gmail.com
ტელ. ნომერი: 599509070



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |