www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპორტის პროდუქტების კოორდინატორი
მომწოდებელი: adjarasport.com
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 2 იანვარი

adjarasport.com ონლაინ სპორტული მედია პლატფორმაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა. საიტზე მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს ქართულ და უცხოურ სპორტულ ამბებს, იხილოს ვიდეო მიმოხილვები, თვალი ადევნოს ინგლისის პრემიერ ლიგის, ATP-ის საჩოგბურთო ტურნირებისა და სხვა სპორტული ღონისძიებების პირდაპირ რეპორტაჟებს.

adjarasport.com აქტიურად აშუქებს რამდენიმე ათეულ სპორტის სახეობას. იქნება ეს ახალი ამბები, საინტერესო ვიდეო კონტენტი თუ ორიგინალურ გადაცემათა ციკლი, რომელიც ამა თუ იმ სპორტს ეხება.

ჩვენი მიზანია, ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტების დაცვით, საზოგადოებას მივაწოდოთ სპორტული ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ საქართველოში სპორტის პოპულარიზაციას.

adjarasport.com-ს აქვს მკაფიო სარედაქციო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც მკვეთრადაა გამიჯნული ფაქტი და ამ ფაქტზე კომენტარი. ჩვენს მომხმარებელს ვაწვდით ზუსტ ინფორმაციასა და საშუალებას ვაძლევთ ამა თუ იმ ფაქტზე განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრს გაეცნონ. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს განსხვავებული რაკურსით დაინახონ მოვლენები.

თუ გიყვარს სპორტი და გსურს საკუთარი ჰობი საქმედ აქციო; გინდა გახდე წარმატებული, მზარდი და ამბიციური გუნდის წევრი; ხარ სხარტი და ორგანიზებული ადამიანი, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. აჭარასპორტში ვეძებთ სპორტის პროდუქტების კოორდინატორს.

შემოთავაზების დეტალები:

** ექვემდებარება სპორტის პროდუქტების განყოფილების უფროსს
** სტრუქტურული ერთეული: სპორტის პროდუქტების განყოფილება
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** შრომითი ხელშეკრულების ვადა: 1 წელი
** სახელფასო განაკვეთი: 1500 ლარი (ნეტი)
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა უზრუნველყოფილი კომპანიის მიერ

ძირითადი მოვალეობები:

** სატელივიზიო ბადის შედგენა პროდუქტის მართვის განყოფილებასთან ერთად;
** შესაბამის პროგრამაში სატელევიზიო ბადის ცვლილებები ასახვა და მონიტორინგი;
** ტელევიზიის ლაივ რეჟიმში მიმდინარე კონტენტის კონტროლი;
** სპორტულ სამყაროში მიმდინარე სიახლეების მუდმივად გაცნობა;
** ტრენინგების, ღონისძიების ორგანიზება კოლეგებთან ერთად;
** პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივების ტექნიკურ დავალებად ჩამოყალიბება და შესაბამის განყოფილებებთან ერთად აღსრულებაზე მუშაობა;
** საინფორმაციო განყოფილების შექმნილი კონტენტის მონიტორინგი ყველა საკომუნიკაციო არხში (ვებ-გვერდი, სოციალური მედია და ა.შ.);
** ყოველდღიური დოკუმენტების ზედმიწევნით მონიტორინგი, ამისათვის ფინანსურ და იურიდიულ განყოფილებებთან თანამშრომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სხვადასხვა სპორტის სახეობების მიმართ დიდი ინტერესი და ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მედიის მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2);
** სასურველია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მრავალ დავალებაზე კონცენტრირების უნარი (multi-tasking);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** წარმატების მიღწევის მოტივაცია.

თუკი ზემოთ აღწერილი როლი თქვენს უნარებსა და ინტერესებს ემთხვევა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: career@adjara.com და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სპორტის პროდუქტების კოორდინატორი".

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამოტივაციო წერილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |