www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: fabrica1900
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 28 დეკემბერი

პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი კომპანია, "ფაბრიკა 1900" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის თანამდებობაზე.

კომპანია გთავაზობთ დასაქმებას შემდგომი წინსვლის და განვითარების პერსპექტივით.

ადგილმდებარეობა: სოფ. ძეგვი (მცხეთასთან ახლოს);

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის წარმოების სპეციფიკის განსაზღვრა და შემუშავება;
** წარმოების ოპერატორების და შემსრულებლების ჯგუფების მხარდაჭერა;
** განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ბიუჯეტის და ვადების ზედმიწევნით დაცვა;
** ახალი, ალტერნატიული მასალების მოძიება და შეფასება;
** მომწოდებლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** ​პროდუქციის ნედლეულის და შრომითი რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება;
** ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა;
** ტექნიკური უზრუნველყოფა პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამრეწველო ან ქიმიური ინჟინერიის მიმართულებაში;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** საწარმოო პროცესების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე: hr@fabrica1900.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ინჟინერი.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ "ფაბრიკა 1900"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება "ფაბრიკა 1900"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |