www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 1 იანვარი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე თბილისში და ბათუმში, გაყიდვების კუთხით.

კომპანია "ციტადელი" 2011 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამშენებლო მასალების ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტია მაღალი ხარისხის, ფართო ასორტიმენტის იმპორტი და რეალიზაცია მისაღებ ფასად. ციტადელი სამშენებლო პროდუქციის ისეთი მომწოდებლების პარტნიორია, როგორიცაა მსოფლიოში წამყვანი ბრენდები: დანიური კომპანია "Rockwool, " ფრანგული კომპანია "Icopal, " რუსული კომპანია "Sveza, " გერმანული კომპანია "Peri, " დანიური კომპანია "Paroc, " გერმანული კომპანია "Liebherr, " გერმანული კომპანია "kreisel" და სხვა.

"ციტადელი" მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის აქტუალურ და მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია აერთიანებს სავაჭრო სივრცეებს, საბითუმო ბაზებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში.

კომპანია "ციტადელი" მზარდი განვითარების კომპანიაა და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე. ის გამოირჩევა ახალგაზრდა, პერსპექტიული საკადრო რესურსის განვითარების ხელშეწყობითა და დასაქმებით. სარგებლობს კარგი რეპუტაციით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობით, კვალიფიციური თანამშრომლებით, თანამშრომლებზე ზრუნვით და განვითარებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინჟინერ-მშენებლის უმაღლესი განათლება;
** სასურველია სპეციალობით მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** პრიორიტეტულია ინგლისური ან გერმანული ან რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია AutoCAD-ის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** ვაკანსიაზე განიხილებიან სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრის ან მაგისტრატურის სტუდენტებიც.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მოზიდვა, დამუშავება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** დაინტერესებული პირებისთვის, პოტენციური მყიდველებისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათივე პროექტის დამუშავება, ფინანსური გაანგარიშება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** სამშენებლო პროექტების დამუშავება, საჭირო მასალების განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვა;
** სამშენებლო პროექტის ბიუჯეტის შედგება;
** სამშენებლო პროექტების მოზიდვა, მოლაპარაკების წარმართვა, შეთავაზების მომზადება;
** გაყიდვების თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, მათი მოზიდული პროექტებისთვის ფინანსური გაანგარიშება სხვადასხვა ალტერნატიული წინადადებების მომზადება და გაცნობა;
** დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება, საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების უზრუნველყოფით და მის შესაბამისად;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლა, მათ დანერგვაში მონაწილეობა და დახმარება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("ინჟინერ-მშენებელი თბილისში" ან "ინჟინერ-მშენებელი ბათუმში").

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |