სპეციალური სავაჭრო კომპანია - "ფარმ ტრანზიტი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თელავი
დასაქმება: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: არანორმირებული გრაფიკი
მოთხოვნები:
** ანალოგიურ ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა (სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის თავისუფლად ფლობა);
** უცხოურ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრების დაგეგმარება;
** საქმიანი ვიზიტების/მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოში და საზღვარგარეთ;
** საქმიან ვიზიტებში/მივლინებებში მონაწილეობის მიღება და მათი მხარდაჭერა;
** კორესპონდენციების წარმოება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
სავალდებულო უნარები და შესაძლებლობები:
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** თავისუფალი აზროვნების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** კომერციული საიდუმლოს მკაცრად შენახვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სხეულის მასის ინდექსი
დამატებითი ინფორმაცია:
** არა ადგილობრივი კადრი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ფართით;
** სტაჟირება და გამოსაცდელი ვადა ითვალისწინებს 2 თვიან პერიოდს;
** გამოსაცდელი პერიოდის და სტაჟირების დროს : ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული 400 ლარით + პრემიალური დანამატი 1000-დან 1600 ლარამდე;
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ : ფიქსირებული ანაზღაურება შეადგენს ათასი დოლარის ექვივალენტს ლარში + პრემიალური დანამატი.
** ვაკანსია მხოლოდ მანდილოსნებისთვის არის განკუთვნილი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, ელ-ფოსტაზე: transitpharm@gmail.com
ვაკანსიის წარმომადგენლობითი ხასიათის გამო ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება.