www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: ბორნ სოფქიმია
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 29 დეკემბერი

კომპანია "ბორნ სოფქიმია" 2009 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების მიერ წარმოებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას, ბიოლოგიური დაცვის საშუალებებს, სარწყავ სისტემებსა და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე კახეთში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე;
** კარგი საორგანიზაციო უნარ-ჩვევები.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სოფლის მეურნეობის მიმართულებით);
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილი/მართვის მოწმობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფერმერებთან ვიზიტი;
** კახეთში არსებულ ქსელში მენეჯერების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე a.grivach@borunagro.ge დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |