www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებით და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს საცალო და კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო პოლისებით განსაზღვრულ ვადებში ინვოისების მიწოდება და მათი აღრიცხვა;
** სადაზღვევო და სხვა სახის შეთანხმებებით დადგენილი გადახდის ვადების კონტროლი;
** დებიტორებთან შედარების აქტების გაფორმება;
** დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხორციელება და წერილობით განსაზღვრული ვადების მართვა;
** პრობლემურ დებიტორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისათვის;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით;
** სადაზღვევო ან საბანკო სექტორში იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@unison.ge 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |