www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 2 იანვარი

სს სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - "ავერსის" მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური დეპარტამენტის და მასთან დაქვემდებარებული სხვა მიმართულების მართვა;
** ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი, მართვა;
** კომპანიის ფინანსური გეგმების, ბალანსის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** ყოველთვიური, კვარტლური, წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება , წარდგენა მარეგულირებელ და სხვა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** მოგება-ზარალის ანგარიშგების სტატისტიკის შემუშავება, წარდგენა;
** კომპანიაში არსებული ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული პროცესების შემუშავება, მართვა;
** მარეგულირებელი და სხვა საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ახალი რეგულაციის/მოთხოვნის შემუშავება/განხორციელება;
** კომპანიაში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი;
** კომპანიის სტრატეგიული პროცესებში უშუალო მონაწილეობა;
** ფინანსური სამსახურის შეფასების ინდიკატორების დანერგვა, გატარება, კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ფინანსური განათლება;
** მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი);
** სადაზღვევო ბიზნესის ნორმატიული აქტები და კანონები, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის საფინანსო საქმიანობას;
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემები;
** ბიუჯეტირება, მოგება-ზარალის ფინანსური ანალიზი;
** ფინანსური აღრიცხვის და დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
** რისკის შეფასების მეთოდები;
** საბრუნავი კაპიტალის მართვის საფუძვლები;
** ორგანიზაციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზის მეთოდები.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** მენეჯერული უნარ- ჩვევები;
** გუნდის მართვის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |