შპს "თორიჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერ-დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
"თორიჯორჯია" სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს. "თორიჯორჯია" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2009 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
** გაყიდვების ეფექტური განხორციელება;
** მოლაპარაკების წარმოება არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან;
** გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
** პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება(სასურველია გაყიდვების დარგში)
მოქმედი მართვის მოწმობა
პიროვნული თვისებები და უნარები
** კომუნიკაბელური
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის შესაძლობლობა
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე HR@torigeorgia.com და გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!