www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლინიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ტოტალ შარმი
გამოქვეყნდა: 2 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

"ტოტალ შარმი" პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის საერთაშორისო კლინიკების ქსელია, რომელიც უკვე 23 წელია ოპერირებს ბაზარზე. ჩვენი ფილიალები თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, პრაღასა და ვალენსიაში მდებარეობს.

"ტოტალ შარმის" ყველა კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ესთეტიკური მედიცინის სფეროში უახლესი მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა.

"ტოტალ შარმის" ექიმები საკუთარი გამოცდილებითა და მუშაობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ისინი რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში, ატარებენ სასწავლო ტრენინგებსა და ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია კლინიკის ქირურგების ექიმ მარლენ, გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეების მიერ გამოგონილი და მსოფლიო მედიცინაში აღიარებული "აპტოსის" ძაფებით კანის დაჭიმვის მეთოდი.

კლინიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ გვერდს: http://totalcharm.ge/

კლინიკა "ტოტალ შარმის" გუნდი ეძებს კლინიკის მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში და მათ აღსრულებაში, სრულად მართავს კლინიკის ადმინისტრაციულ და ოპერაციულ რგოლებს.

ძირითადი ამოცანები:

** კლინიკის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება
** კლინიკის ორგანიზაციული დიზაინის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და მისი იმპლემენტაცია
** კლინიკის ადმინისტრაციული და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება, მართვა და სრული მხარდაჭერა
** მარაგების, საწყობის, შესყიდვების, სალაროს მართვა შესაბამის რგოლებთან კოორდინაციით
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შეფასება და განვითარება
** კლიენტთა მომსახურების სრული ციკლის მართვა
** კლინიკის შესაბამისობის კონტროლი, როგორც შიდა, ისე გარე რეგულაციებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება/სპეციალობა: უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით
** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ნებისმიერი ტიპის კლინიკის მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა; 1C-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** ადგილი: თბილისი, კლინიკა "ტოტალ შარმი"
** დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები
** დაზღვევის, კვების და ტელეფონის ხარჯების ანაზღაურება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საუკეთესო პროფესიონალების გუნდის წევრობას
** სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას და სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე მეილზე: vacancy@aptos.ge არაუგვიანეს 2019 წლის 26 დეკემბრისა. იმისთვის, რომ განვიხილოთ თქვენი რეზიუმე, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"ტოტალ შარმი" წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |