www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: არაფორმალური განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

ა(ა)იპ არაფორმალური განათლების ცენტრი ეძებს გუნდის წევრებს!

წევრებს, რომელებიც აქტიურად ჩაერთვებიან ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, შეიძენენ და განივითარებენ კომუნიკაციის, გუნდურად მუშაობის, დროის მართვის, პრეზენტაციის და სხვა უნარებს, შეიძენენ კონტაქტებს და სხვა.

თუ ხარ დაინტერესებული აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში, თუ გსურს დაგეგმო და განახორციელო ინოვაციური პროექტები ეს შემოთავაზება შენთვისაა! მონაწილეობა შეუძლია 18-იდან 30-წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მოტივაცია წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის განვითარებაში და განვითარდნენ პიროვნულად და პროფესიულად.

სტაჟირების გავლა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:

1. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
2. პროექტების მენეჯერი

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე აპლიკაციისა (შეავსეთ ბმული: https://docs.google.com/forms/d/1VjRVOCYGDxe1vBtEU11-len0FgDEyUmx38UrlnyWp2k/edit) და რეზიუმეს განხილვის საშუალებით, მეორე ეტაპზე კი ჩატარდება გასაუბრება.

სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე.
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 იანვარი.
მონაწილეთა შერჩევა, პირველი ეტაპი: 5 თებერვალი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, აპლიკაციის შევსების გარდა გამოაგზავნოთ თქვენი CV, ქართულ ენაზე, nonformaleduall@gmail.com -ზე.
subject-ში მიუთითეთ სასურველი მიმართულება.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: nonformaleduall@gmail.com ან დაგვირეკეთ: 577 33 78 56

არაფორმალური განათლების ცენტრი გელის "შენ"!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |