www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ქოლ ცენტრის ოპერატორი.

საქმიანობის აღწერა: საამანათო სისტემასთან მუშაობა, პრობლემატური გზავნილების შესახებ ინფორმაციის მიღება, გადამოწმება, მოგვარება. მომხმარებლებთან, პარტნიორ კომპანიებთან და შიდა ქსელის ოპერატორებთან სატელეფონო და წერილობითი ურთიერთობა; კომპანიის სერვისებისა და სიახლეების ფლობა, გავრცელება, სატელეფონო კლიენტ სერვისი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Internet, Outlook);
** ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 10 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ქოლ ცენტრის ოპერატორი."

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |