www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საყოველთაო დაზღვევის აგენტი
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას ევექსის საყოველთაო დაზღვევის აგენტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან ბინაზე ვიზიტი და ამბულატორიული ქსელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის დაინტერესება ამბულატორიული ქსელის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
** დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართულიკომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
** აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი ტრენინგითა და მობილური სასაუბრო დროით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 იანვარი, 2020

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: salescv@evex.ge

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |