www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტორთა მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

ევროპის აკადემიური ცენტრი" აცხადებს მიღებას შიდა აუდიტორთა მოსამზადებელ კურსზე!

კურსი ითვალისწინებს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღებას აღნიშნული მიმართულებით.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

კურსის მიზნებია:

** გავაცნოთ მსმენელს ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის ზოგადი ასპექტები, რათა შეეძლოს შიდა აუდიტის როლის უკეთ გააზრება;
** შევუქმნათ თეორიული საფუძველი თაღლითობის აღმოჩენის და პრევენციისთვის;
** გავაცნოთ თეორიული საკითხები შიდა აუდიტის მთლიანი ციკლის შესახებ, რაც მოიცავს პროცესს აუდიტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების შემუშავებიდან აუდიტის შედეგების მონიტორინგის ჩათვლით.
** პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით განვავითაროთ მსმენელში თეორიული მასალის რეალურ საქმიანობაში გადატანის უნარი.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს:
** შეექმნება წარმოდგენა ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე;
** შეეძლება რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და მათ შესამცირებლად საპასუხო ქმედებების განსაზღვრა;
** ეცოდინება თაღლითობის არსი და მისი გამომწვევი ფაქტორები, ასევე თაღლითობის აღმოჩენისა და პრევენციის გზები;
** შეექმნება წარმოდგენა შიდა აუდიტის როლსა და მნიშვნელობაზე ორგანიზაციის მართვაში;
** ეცოდინება შიდა აუდიტის ზოგადი სტანდარტები;
** შეეძლება შიდა აუდიტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;
** შეეძლება შიდა აუდიტის მთლიანი ციკლის ჩატარება.

კურსის ხანგძლივობა: 5 კვირა (20 საათი);
სწავლების გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ;
კურსის ღირებულება: 500 ლარი.

"ევროპის აკადემიური ცენტრში" ლექციებს კითხულობს მრავალწლიანი გამოცდილებისა და საუკეთესო სატრენინგო პრაქტიკის მქონე ტრენერი.

კურსის დასრულების შემდეგ, ცოდნის შეფასება მოხდება ტესტირების გზით. მიღებული შედეგების მიხედვით გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: ( 995 32) 2 238 234, 599 334 700
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge/
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |