www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი .Net დეველოპერი
მომწოდებელი: Hotel Hub
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"Hotel Hub" (https://hotelhub.group/) გახლავთ სასტუმროების ონლაინ ჯავშნების ტექნოლოგიური პლატფორმა. ინოვაციური სისტემა ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ კომპანიებს საერთაშორისო მასშტაბით, დაჯავშნონ კავკასიის რეგიონის სასტუმროები.

"Hotel Hub" მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 250+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში;

სამუშაოს აღწერილობა:

** სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** არსებული სისტემის ფუნქციონალის გარჩევა და არსებული კოდის, არქიტექტურის გაუმჯობესება.
** სამუშაო ჯგუფთან ერთად შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და ხარისხიანი პროდუქტის გამოშვების უზრუნველყოფა.
** სამუშაო პროცესის მუდმივ გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობის აღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვებ დეველოპმენტში მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
** ტექნიკური-პროფესიული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა;
** ტექნოლოგიების ცოდნა: .Net Platform, Web API, Rest API, .Net Core, Asp.Net Core, Linq, EF, EF Core;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ( MS SQL, PostgreSQL)
** გუნდური მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი პლატფორმების ცოდნა: GIT, VSTS, JIRA
** არქიტექტურული მიდგომების ცოდნა: DDD, Event Sourcing, CQRS, Microservices
** Azure-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია Agile და Scrum-ით მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** საჭიროებების ანალიზი და ანალიტიკური აზროვნება;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება: 5000 - 6500 (ხელზე ასაღები);
** ყოველთვიური და კვარტლური ბონუსი, სპრინტებისა და რელიზების მიხედვით;
** ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
** სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |