www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.
ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიათა ქსელის გაფართოება, ახალი მაღაზიების გახსნის ორგანიზება;
** ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მისი კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება;
** მაღაზიების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის უწყვეტობისა და მარაგების კონტროლი;
** ​სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი;
** მაღაზიებში არსებული პროდუქციისა და ინვენტარის რეგულარული აღწერების კონტროლი;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა;
** დოკუმენტბრუნვის წარმოების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |