www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომავლის პროფესიების მასწავლებელი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა- თბილისი აცხადებს ვაკანსიას მომავლის პროფესიების მასწავლებლის პოზიციაზე, რომელსაც საშუალება ექნება გაიაროს ტრენინგი და შემდეგ თვითონ ასწავლოს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მიკროკონტოლერი არდუინო(როგორც hardware, ისე software მხარე ), ვიზუალური პროგრამირება (Scratch) და რობოტ-კონსტრუქტორების აწყობა-დაპროგრამება (Mbot).

მოვალეობები:

** თანამედროვე მიდგომებით მოსწავლეებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების სწავლება;
** ცოდნის მუდმივი განახლება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების მეშვეობით;
** სწავლებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის საგაკვეთილო პროცესისთვის გამართვა და კოორდინირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური (IT, ფიზიკა, ელექტრონიკა) მიმართულებით;
** ნებისმიერ პროგრამულ ენაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პრიორიტეტულად მიიჩნევა რომელიმე მიკრო კონტროლერთან და ჭკვიან სენსორებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების გამოცდილება;

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მომავლის პროფესიების მასწავლებელი.

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |