www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 20 თებერვალი

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 63 ფილია ლს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** ქსელში კონსულტანტებისთვის გაყიდვების გეგმების გაცნობა;
** მიზნობრივი პროდუქტის გამოყოფა და მის პოზიციონირებაზე ზრუნვა;
** ქსელის თანამშრომლების მოტივირება, შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** ქსელში გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება;
** კონსულტანტებთან კომუნიკაცია სამსახურის საერთო მიზნების შესახებ;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორაგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის 49.

დაინტერესებულმა პირებმა, 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საჭირო კვალიფიკაცია: სამუშაო ადგილი: ოფისი და ქსელი

საჭირო ღონისძიებები:

** ქსელში შესაძლო კანდიდატების იდენტიფიცირება;
** ღია კონკურსის გამოცხადება

სამსახურის დეპარტამენტები:

** HR არსებული პროცედურებისა და რეგულაციების გაცნობა;
** შესყიდვები - პროდუქციისა და სტანდარტების გაცნობა;
** ქსელის მართვა - ქსელის რეგულირების და მართვის სტანდარტების გაცნობა;
** მარკეტინგი - არსებული მარკეტინგული სტრატეგიის გაცნობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |