www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოჯახის ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული სამედიცინო განათლება;
** თერაპევტის/ოჯახის ექიმის ლიცენზია ან რეზიტენტურის ბოლო კურსი (სასურველია);
** ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოჯახის ექიმისთვის დახმარების გაწევა დაზღვეულების პროგრამულ უზრუნველყოფაში რეგისტრაციაში;
** ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების და კლინიკური კვლევების პროგრამული აღრიცხვა;
** სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** პაციენტების ისტორიის პროგრამულად დარეგისტრირება;

პიროვნული თვისებები:

** ​კომუნიკაბელობა;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ოჯახის ექიმის ასისტენტი - (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2020 წლის 27 იანვრამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |