www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

საგანმანათლებლო კომპანია "კინგსი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე გაყიდვების დეპარტამენტში.

შერჩეულ კადრებს ექნებათ შესაძლებლობა სწრაფად დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე წარმატებულად სტაჟირების პერიოდის გავლის შემდეგ.

დასაქმების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი თქვენს შესახებ თუ, რატომ გსურთ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი 16ა.
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 17:00 სთ-მდე.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრეზენტაბელურობა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** სიახლეების ათვისების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

კანდიდატის შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათლებლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@kings.ge ელექტრონული წერილის თემაში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |