www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: გრავიტა
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის კონსტრუქციული კუთხით დამუშავება და მომზადება; რეკომენდაციების გაცემა;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობისა და აღნიშნულის შესასრულებლად საჭირო მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** განსაზღვრული მასალების მოცულობებისა და რაოდენობის შედარება ნორმატიულთან;
** შესასრულებელი სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ღირებულების დადგენა;
** სამშენებლო-საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესაბამისი ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, ხარჯთაღირცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** დეფექტური აქტების შედგენა;
** ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შედარება დაგეგმილთან და შესაბამისი აქტის წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით;
** პროექტის დაწყებამდე პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** პროექტის დასრულების შემდეგ ფორმა N2 მომზადება;
** ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შენახვა შესაბამისი ფორმითა და პერიოდით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gravita.ge 2020 წლის 31 იანვრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანია "გრავიტას" მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |