www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დიზაინერი
მომწოდებელი: ევროსტილი XXI
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

"ევროსტილი XXI" წარმოადგენს კარისა და ავეჯის მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან კომპანიას საქართველოში. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნას.

კომპანია ასრულებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე სამშენებლო ორგანიზაციების კორპორატიულ დაკვეთებს.

"ევროსტილი XXI" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს მიმდინარე და ახალი დაკვეთების პროექტირების პროცესში ჩართვა
** აზომვითი სამუშაოების წარმოება
** დამკვეთთან მოლაპარაკების წარმოება
** წარმოებისა და მონტაჟისთვის საჭირო ნახაზების მომზადება
** კომპანიის "დიზაინ-კოდის" შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება
** ​AutoCAD-ის ბაზაზე შექმნილი ავეჯის პროექტირების პროგრამის 3D Constructor-ის შესწავლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის/დიზაინის/საინჟინრო მიმართულებით
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD; 3Ds Max; Vray; MS Office)
** ტექნიკური და სივრცული აზროვნება
** ავეჯის მასალებისა და კონსტრუირების საბაზისო ცოდნა
** სასურველია გამოცდილება მსგავს სფეროში
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eurostyle_xxi@yahoo.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური დიზაინერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |