www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკისა და განბაჟების მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

კომპანია "თბილისი მედიკ" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და განბაჟების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობებია:

** გადაზიდვების მარშუტების დაგეგმვის მეთოდის შემუშავება, შეთანხმება და შესაბამისად დაგეგმვის უზრუნველყოფა
** გამზადებული შეკვეთების პრიორიტეტების მიხედვით უსაფრთხო, დროული და ზუსტი ჩატვირთვა სადისტრიბუციო მანქანებში
** ჩატვირთული ტვირთის მითვლა და თანმხლები ბუღალტრული დოკუმენტების გამოთხოვა და წაღება ტვირთის ჩამბარებელთან
** მომხმარებელთა ადგილზე ჩასატარებელი სამუშაოების მიხედვით დამხმარე პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი მოქმედება
** ტვირთის უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილებს შორის
** მომხმარებლისთვის ადგილზე მიტანილი ტვირთის ჩაბარება წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე
** მომხმარებლისთვის ტვირთის მითვლა და მისგან შესაბამის დოკუმენტზე დასტურის მიღება
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ჩაბარების პროცესში გამოვლენილი ხარვეზის (ვერ ჩაბარება, ტექნიკური გაუმართავობა და ა.შ.) აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება
** საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისათვის ჩაბარებულ ნივთზე ტექნიკური მომსახურების გაწევა
** კლიენტისაგან მიღებული დოკუმენტების უკლებლივ და დროული ჩაბარება პასუხისმგებელ პირთან
** დისტრიბუციის გუნდის უზრუნველყოფა საწვავით, ავტომობილების სერვისითა და სხვა დამხმარე საშუალებებით

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკურ სფეროში
** საოფისე პროგრამებისა ცოდნა (Excel, Word, Powerpoint)

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლიუბლიანას 28ა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@tbilisimedic.ge 2020 წლის 30 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |