www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად!

თბილღვინო აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** "თბილღვინოს" ბრენდის ცნობადობის, დამოკიდებულებების, ბაზარზე წარმომადგენლობის კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
** კვლევების საფუძველზე თბილღვინოს ბრენდთან დაკავშირებით ანალიზის დამუშავება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.
** კომპანიის ცნობადობის ზრდის და ბრენდის განვითარების ღონისძიებების აქტიური განხორციელება.
** ცნობადობის ზრდისა და ბრენდის განვითარების მიმართულებით განხორციელებული მოქმედებების ანალიზი, შედეგების შეფასება და წარდგენა მმართველი გუნდისთვის სამომავლოდ ცვლიბებების განხორციელების მიზნით.
** ბაზარზე წარმოდენილი კონკურენტების პროდუქტების ანალიზი და ცვლილებების ინიცირება საკუთარი პროდუქტების ვიზუალურ გამოსახვასთან დაკავშირებით.
** როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარაზე პერიოდულად მომხმადებლების მოთხვნის შესწავლა პროდუქტებთან დაკავშირებით, მათი დამოკიდებულებების ანალიზი და შესაბამისად ცვლილებების ინიცირება საკუთარ პროდუქტებტან მიმართებაში.
** საკუთარ კატეგორიაში არსებული ბრენდების პარტნიორებისთვის, მომხმარებლებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სოლიდურად, ინფორმატიულად წარდგენის უზრუნველყოფა.
** პროდუქტების ბრენდის ნაწილში დაგეგმილი ცვლილებების პროცესის ბოლომდე მიყვანის ორგანიზება.
** საკომუნიკაციო სააგენტოებთან და მედიასთან თანამშრომლობა. გაყიდვებისა და ცნობადობის გაზრდისთვის კამპანიების განხორციელება და განთავსება სხვადასხვა მედია არხებში.
** თანამშრომლების, სავაჭრო წარომადგელების, მერჩენდაიზერების და ა.შ. აღჭურვის (მაისურები, კალმები და ა.შ.) უზრუნველყოფა "თბილღვინოს" ბრენდის დაცვით.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (c1), სასურველია რუსული ენის ცოდნა (B1);
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა, საქმისა და დროის სწორად გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით.
** დაგეგმვისა და მართვის უნარი.
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: szirakadze@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია თბილღვინომ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |