www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: კინგსი საქართველო
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

თუ ჯერ 25 წლისაც არ ხარ და 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას გთხოვენ, თუ შენი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება არ გეძლევა, მაშინ ყურადღებით წაიკითხე ჩვენ მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციის შესახებ ინფორმაცია.

კინგსი საერთაშორისო საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2012 წელს დაარსდა და თავდაპირველად საგნობრივ ოლიმპიადებს უწევდა ორგანიზებას. 3 წელიწადში კინგსის აქტივობების მასშტაბმა ასი ათას (100, 000) მოსწავლეს გადააჭარბა საქართველოში. 2015 წლიდან კინგსი საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა (2015 წ. - ესტონეთი, 2016 წ. - ლიტვა, 2017 წ. - პოლონეთი). დღეს კინგსი 10-ზე მეტ საგანმანათლებლო პროდუქტსა და სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.

კინგსი ეძებს მოტივირებულ, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურ ადამიანებს და აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე სასწავლო დაწესებულებებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრეზენტაბელურობა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** სიახლეების ათვისების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებული
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზირი 16ა.
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 სთ-მდე.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

შერჩეულ კადრებს ექნებათ შესაძლებლობა სწრაფად დაწინაურდნენ უფრო მაღალ პოზიციებზე წარმატებულად მუშაობის შემთხვევაში.

კანდიდატის შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე. დასაქმებულს კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი საგანმანათელბლო ტრენინგებითა და მენტორით, რომელიც მის პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებს.

დასაქმების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ ნახევარ გვერდიანი სამოტივაციო წერილი თქვენ შესახებ თუ რატომ გსურთ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@kings.ge და წერილის თემაში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კომუნიკაციების მენეჯერი სასწავლო დაწესებულებებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |