www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის პრომოუტერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში პროდუქციის პრომოუტერის პოზიციაზე. კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ ტრეინინგს და მიეცემათ გამოსაცდელი ვადა.

სამუშაო განაკვეთი: არასრული/დღის მეორე ნახევარი (5 საათი)

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე ვიზუალური მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** პროდუქციის უპირატესობების წარმოჩენა;
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრაციის და გაყიდვების სფეროს ფაკულტეტებიდან (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პროდუქციის პრომოუტერი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |