www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ-დეველოპერი
მომწოდებელი: Namespace.ge
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "Namespace.ge" აცხადებს ვაკანსიას ვებ-დეველოპერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ სისტემებში პროგრამული ამოცანების გადაწყვეტა;
** ახალი დავალებების ტექნიკური დამუშავება და შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** 2 წელზე მეტი გამოცდილება ვებ პროგრამირების მიმართულებით;
** PHP-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
** MySQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** Object Oriented Programming-ის პრინციპების ცოდნა;
** რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
** ვერსიების კონტროლის სერვისების გამოყენება;
** სასურველია MVC ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლიანი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
** არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სახელფასო განაკვეთი განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

განაცხადისთვის მოგვაწოდეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@namespace.ge 2020 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |